საოცრება | თარიღი | მშენებელი | დაინგრა | მიზეზი |
---|---|---|---|---|
ხეოფსის პირამიდა | ძვ. წ. 2550 | ეგვიპტელები | დღემდე დგას | დღემდე დგას |
ბაბილონის დაკიდული ბაღები | ძვ. წ. 600 | ბაბილონელები | ძვ. წ. 1 საუკუნე | მიწისძვრა |
ეფესოს ტაძარი | ძვ. წ. 550 | ლიდიელები, ბერძნები | ძვ. წ. 356 | ხანძარი |
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში | ძვ. წ. 435 | ბერძნები | მე-5-6 საუკუნეები | ხანძარი |
ჰალიკარნასის მავზოლეუმი | ძვ. წ. 351 | ქარიელები, ბერძნები | 1494 | მიწისძვრა |
როდოსის კოლოსი | ძვ. წ. 292-280 | ელენისტური საბერძნეთი | ძვ. წ. 224 | მიწისძვრა |
ალექსანდრიის შუქურა | ძვ. წ. III საუკუნე | ელენისტური ეგვიპტე | 1303-1480 | მიწისძვრა |
ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.
ბოლოდროინდელი საოცრებები
ძველი მსლოფლიოს შვიდი საოცრების ტრადიციით მრავალი სხვა სიაც შექმნილა, რომლებიც ადამიანთა მიერ საინჟინრო მიღწევათა გარდა ბუნებრივ საოცრებებსაც შეიცავს. თუმცა ეს სიები უფრო არაფორმალურია და მათზე რაიმე კონსენსუსი არ არსებობს.
იხ. ასევე შუა საუკუნეების სამყაროს შვიდი საოცრება